„ლეიბორისტული პარტიის“ ინფორმაციით, პარტია “განახლებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ვალერი გაბელაია
დააკავეს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს პარტიიდან აცნობეს, „ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ პარტიის სხვა ლიდერებსაც ემუქრებათ საფრხე“.
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია გმობს რეპრესიების ამ ტალღას,
ვალერი გაბელაიას მიიჩნევს პოლიტიკურ პატიმრად და მოითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
ასევე, მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს აღნიშნულ ფაქტზე მოახდინონ რეაგირება“,-
ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პარტიის პრესსამდივნომ რამოდენიმე წუთის წინ
გაავრცელა.
აღნიშნული ფაქტი „ინტერნეტ.ჯი“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს
პრესსამსახურშიც დაუდასტურეს. ზურაბ გვენეტაძის განცხადებით, დაკავებასთან
დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას სამინისტრო დღეს გაავრცელებს.
Internet.ge