შსს „განახლებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო „განახლებული საქართველოს“ ერთ-ერთი
ლიდერის ვალერი გაბელიას დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 13
ივნისს, შსს ქვემო
ქართლის რეგიონის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის რაიონულ სამმართველოში მოქალაქე ჰიჯრან ალიევისა და ჰაბილ
ბაშაევის განცხადების საფუძველზე თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის
180-ე მუხლის მე-3 ნაწილით
გამოძიება
დაიწყო.
„საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა შემდეგი:
2009 წლის დასაწყისში, წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევმა, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ვალერი გაბელიამ, ჰიჯრან ალიევისა და ჰაბილ ბაშაევისგან, მათი ნდობის ბოროტად გამოყენებით, თაღლითურად მიისაკუთრა
10.000 აშშ
დოლარი, რის სანაცვლოდაც დაჰპირდა, რომ მათი ნათესავი, ნასიმ იბრაგიმოვი, გავლენიანი ნაცნობობის მეშვეობით შესაწყალებელ პირთა სიაში მოხვდებოდა“,-
ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვალერი გაბელია
ბრალდებულის
სტატუსით 23 ივნისს დააკავეს.
Internet.ge