უკრაინის
უმაღლესმა სპეცსასამართლომ დაადასტურა, რომ ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობის
გამო უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას მიმართ სისხლის სამართლის საქმის
აღძვრა უსაფუძვლოა.
ღონღაძის
ქვრივის ადვოკატი ვალენტინა ტიგოპეჩენკო აცხადებს, რომ ახლა მიროსლავა ღონღაძეს აქვს საშუალება და
უნდა მიმართოს კიდეც სტრასბურგის სასამართლოს.
ტიგიპჩენკოს
შენიშნავს, რომ ჯერ კიდევ 2005 წელს ევროპის სასამართლომ დაავალდებულა უკრაინა,
გამოძიება ჩაეტარებინა, რათა ჟურნალისტის მკვლელები დაედგინა.
ადვოკატის თქმით,
გიორგი ღონღაძის მკვლელობის საქმესთან დფაკავშირებით არსებობს ძალიან დიდი მასალა,
რომელიც იძლევა მკვლელობის შემკვეთთა გამოვლენის შანსს, თუმცა ნაციონალური
რესურსები ასეთი გამოძიებისთვის ძალიან უხეში ფორმით მოსპეს - წერს უკრაინული
მედია.
internet.ge