მომღერალ
ვალერი მელაძის წინააღმდეგ რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მას ჟურნალ
„კომსომოლსკაია პრავდა“-ს ჟურნალისტის, ევგენია გუსევას, ცემაში ადანაშაულებენ.
ბრალეულობის
დამტკიცების შემთხვევაში, მსგავსი დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელი 3 თვემდე
პატიმრობაა. სასამართლო პროცესი ხვალ, 27 ივნისს გაიმართება.
აღსანიშნავია,
რომ ჟურნალისტს თავად მელაძემაც უჩივლა მცდარი ინფორმაციის გავრცელებისა და
საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის.
მომღერალსა
და ჟურნალისტს შორის ინციდენტი გასულ წელს მოხდა, თუმცა საქმის სასამართლოში
განხილვა მხოლოდ ახლა დაიწყო. გუსევამ რესტორნიდან გამოსულ მელაძეს ფოტოები
გადაუღო, რამაც ეს უკანასკნელი გააღიზიანა. მან ჟურნალისტს ფოტოაპარატის წართმევა
დაუპირა. გუსევას განცხადებით, მომღერალმა მას ხელით უბიძგა, ახრჩობდა და ასე
ცდილობდა აპარატის მითვისებას. ამ ინფორმაციას მელაძე უარყოფს და ჟურნალისტს
საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს.
internet.ge