19 წლის სამხედრო მოსამსახურის, უშანგი ჭაქოძის მკვლელობა გახსნილია.
მოკლული
სამხედრო მოსამსახურის ცხედარი
დღეს დილით, ქუთაისში,
რკინიგზის სადგურთან
იპოვეს.
ექსპერტიზის
პირველადი დასკვნით, 19 წლის ახალგაზრდა ცემით მოკლეს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა ზურაბ გვენეტაძემ განუცხადა, შემთხვევა გუშინ დაახლოებით 01:00 საათზე თამარ მეფის ქუჩაზე, რკინიგზის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
რაც შეეხება მკვლელობის მიზეზს, გვენეტაძის ინფორმაციით, პოლიცია აღნიშნულ საქმეს იძიებს.
დაღუპულს სასიკვდილო დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.
internet.ge