იტალიაში, ბინების ძარცვის ბრალდებით, საქართველოს სამი მოქალაქე
დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულები ერთ-ერთი ბინის ძარცვისას
აიყვანეს. ფაქტი პოლიციას ერთ-ერთმა მოქალაქემ
შეატყობინა.
ადგილიდან ამოღებულია ნაძარცვი ნივთები: სხვადასხვა სახის ტექნიკა და
ოქროულობა.
საქართველოს მოქალაქეებს იტალიაში წინასწარი პატიმრობა უკვე
შეუფარდეს.
Internet.ge