6 წლის იუტელი გოგონა,
არხში გარდაცვლილი იპოვეს, მაშ შემდეგ, რაც დედამ
მისი საძინებელი ოთახიდან გაუჩინარების შესახებ განცხადება გააკეთა.
პოლიციის ინფორმაციით,
სიერა ნეუბოლდიზე ჯერ სექსუალური ძალადობა განახორციელეს, შემდეგ კი მოკლეს და
სახლთან ახლოს, არხში, დასავლეთ იორდანიაში დატოვეს.
გოგონას ბაბუამ Associated
Press–ს განუცხადა, რომ ბავშვის დედა შევიდა საძინებელ ოთახში დილით, დაახლოებით 7:30
საათზე და სიერა წასული იყო.
„ჩვენ არ გვაქვს
არანაირი იდეა როგორ გაუჩინარდა გოგონა ან როგორ გაიყვანეს საძნებელი ოთახიდან“ –
განუცხადა რიდ ნეუბოლდმა Associated Press–ს.
„ამ ეტაპზე ჩვენი
ყველაზე დიდი პრიორიტეტი არის, რომ მოვახდინოთ იდენტიფიცირება იმ პირის ან
პიროვნებების, ვინც არიან დამნაშავეები და დავაკავოთ ისინი,“ – განაცხადა პოლიციის
უფროსმა, დოუგ დაიამონდმა.
მისივე თქმით,
საგამოძიებო პროცესში ბავშვის მშობლები თანამშრომლობენ პოლიციასთან და ისინი არ
არიან ეჭვმიტანილები.
internet.ge