კოალიცია „ქართული
ოცნების“ ახმეტის შტაბის
უფროსის ზაქარია ქინქლაძის
მეუღლის მაია წულუკიძის
წინააღმდეგ სისხლის
სამართლის საქმე
აღიძრა. ამის შესახებ, კახეთის
საინფორმაციო ცენტრი იუწყება.
როგორც
კახეთის საინფორმაციო ცენტრს მაია წულუკიძის ადვოკატმა აცნობა, ქინქლაძის
მეუღლეს თაღლითობაში ადანაშაულებენ.
„მაია
წულუკიძის წინააღმდეგ
სისხლის სამართლის საქმე
26 ივნისს აღიძრა. მას
თაღლითობაში ადანაშაულებენ,
თითქოს პედაგოგებს პრეზიდენტის
საჩუქარი „ორანჯ
ბარათი“ თაღლითურად გამოსძალა
და მიისაკუთრა." - აცხადებს ადვოკატი ქეთი ზაქარიაშვილი.
Internet.ge