შინაგან
საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ექიმებზე ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ერთი ადამიანი უკვე დაკავებულია.
როგორც
“ინტერნეტ.ჯი”-ს შსს პრესამსახურის უფროსმა შოთა გვენეტაძემ განუცხადა, დაკავებულია
1966 წელს
დაბადებული
ნიკოლოზ ხანთაძე.
აღნიშნულ
საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება.
შეგახსენებთ,
რომ ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისის სასწრაფო ბრიგადის წევრებზე: ექიმ დავით უგრეხელიძესა და ექთან ირმა სარალიძის მიმართ განხორცილებულ ძალადობას, სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
„მედპერსონალი,
რომელსაც ეშინია საკუთარი მოვალეობის შესრულების, ვერ შეძლებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიოს და მკურნალობა ჩაუტაროს პაციენტს, იქნება ეს ჯარისკაცი თუ მასწავლებელი, პოლიციელი თუ ექიმი, მეხანძრე თუ მაშველი ჩვენი განსაკუთრებული მოპყრობის საგანი უნდა იყოს“,– განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მინისტრის
განცხადებით,
აღნიშნული
მედპერსონალის
მიმართ არ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ დაკისრებული მოვალეობა არ შეასრულეს.
internet.ge