3 წლის ბიჭი, რომელიც
მამის სახლიდან გაუჩნარდა, სანაგვე ურნაში გარდაცვლილი იპოვეს. მის მკვლელობაში
ბრალი მამას ედება.
ბავშვის მამამ, მორის
ბრაუნმა განაცხადა, რომ შვილის დაკარგვის დროს ეძინა, როდესაც გაიღვიძა, ბავშვი
შინ აღარ დახვდა.
თუმცა, მტკიცებულებები
მის ჩვენებას ეწინააღმდეგება. მოწმემ
სამართალდამცავებს განუცხადა, რომ მისტერ ბრაუნმა იმ საღამოს შვილთან ერთად
დატოვა სახლი და ავტოსადგომისაკენ წავიდა.
პოლიციამ განაცხადა,
რომ მათ მამაკაცის აბაზანაში სისხლის კვალიც აღმოაჩინეს.
მორის ბრაუნი ციხეში
იმყოფება. შემთხვევა მემფისში მოხდა.
internet.ge