ცხინვალში
ედუარდ კოკოითის დაცვის ყოფილი წევრის ირბეგ ბეტეევის ავტომანქანას ცეცხლი
გაუხსნეს. სროლის დროს ბეტეევი თავის 16 წლის ვაჟთან და კიდევ ერთ მგზავრთან ერთად
მანქანაში იჯდა.
როგორც
ადგილობრივი სააგენტო „რეს“ იუწყება, სამივე ადამიანი დაჭრილია და ამ დროისათვის
რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებიან.
ბეტეევისა და
მისი შვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 16 წლის ახალგაზრდამ სხეულზე
მრავლობითი ჭრილობა მიიღო. ექიმები ვერ ამბობენ, მოხერხდება თუ არა მათი
მდგომარეობიდან გამოყვანა და გადარჩენა.
internet.ge