კომპანია „კრისტალის“ დირექტორი ლევან დაუთაშვილი დააკავეს. ამის
შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს შსს პრესსამსახურის უფროსმა ზურა გვენეტაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ლევან დაუთაშვილს ბრალი სსკ-ის 288-ე
მუხლით აქვს წაყენებული.
„აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება, დამატებითი დეტალები
მოგვიანებით გახდება ცნობილი“,- განაცხადა გვენეტაძემ.
ლილოს დასახლებაში გუშინ ღამით საწარმოდან ქლორის გაჟონვა მოხდა.
ავზი, საიდანაც ქლორმა გაჟონა, გაერთიანებული წყალმომარაგების
კომპანიის კონტრაქტორ ფირმა „კრისტალს“ ეკუთვნის.
internet.ge