GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ქონებრივი ზიანის მოტყუებით მიყენებაში ბრადებული გაათავისუფლეს
10:29 04.04.2012
დღის სიახლეები

ქონებრივი ზიანის მოტყუებით მიყენებაში ბრალდებულ აზერბაიჯანის მოქალაქის მიმართ, სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. მოქალაქეს საზოგადოებრივი ადვოკატი მერაბ მამულაძე იცავდა.

საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ აზერბაიჯანის მოქალაქემ, გასული წლის დეკემბერში, მეგობრებთან ერთად თბილისში ყოფნისას, ერთ-ერთ სასტუმროში ორი ნომერი დაჯავშნა. სტუმრებმა ჩამოსვლის შემდეგ პირადი ნივთები ოთახებში განათავსეს და ღამის კლუბში წავიდნენ.  მოგვიანებით, მოქალაქეს სამშობლოდან დაუკავშირდნენ და მას საქართველოს დატოვება სასწრაფოდ მოუხდა. ის ღამის კლუბიდან სასტუმროში ბარგის ასაღებად მივიდა, საიდანაც პირდაპირ აზერბაიჯანში გაემგზავრა.

იურიდიული დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დილით გაირკვა, რომ აზერბაიჯანელმა სტუმრებმა ნომრები გაათავისუფლეს, მაგრამ მომსახურების საფასური არ გადუხდიათ. სასტუმროს ადმინისტრაციამ სამართალდამცავებს მიმართა და აზერბაიჯანის მოქალაქეზე ძებნა გამოცხადდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

აღნიშნული პიროვნება, სამართალდამცავებმა მიმდინარე წლის მარტში, საქართველოს საზღვრის გადამოკვეთისას დააკავეს.

ბრალდებულის განცხადებით, დანაშაულის ჩადენის განზრახვა არ ჰქონდა და სასტურმოსთვის მიყენებული ზიანი აანაზღაურა, რის შედეგადაც, აღკვეთის ღონისძიების სახით მისთვის შეფარდებული პატიმრობა 2000 ლარის ოდენობის გირაოთი შეიცვალა.

საქმის განხილვისას კი აღმოჩნდა, რომ მოქალაქემ დაზარალებულ მხარეს ანგარიშსწორება უცხოურ ვალუტაში შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. საქართველოდან კი ისე გაემგზავრა, რომ თანხის გადახდის საკითხი მეგობრებს მიანდო. ამასთან, ბრალდებულის მხრიდან მომსახურების საფასურის გადახდის მცდელობა სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენელმაც დაადასტურა.

ჩვენებებზე დაყრდნობით, მერაბ მამულაძემ ბრალდების მხარეს თავისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობით მიმართა. საბოლოოდ, პროკურატურამ საზოგადოებრივი ადვოკატის პოზიცია გაითვალისწინა და აზერბაიჯანის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
უნგრეთის პრემიერი: ენდეთ ხელისუფლებასა და თქვენს პრეზიდენტს1
პატიმრების განცხადებით, წამებაში ციხის დირექტორის მძღოლიც მონაწილეობდა2
გია ხუხაშვილი „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შესახებ საგანეგებო განცხადებას გააკეთებს3
რუსეთის სამხედრო პროკურატურა თავისი ვერტმფრენის არასანქცირებული დაშვების ფაქტზე მოკვლევას ატარებს4
6 სექტემბერს საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X