სამხრეთურალელი ბაიკერი, რომელიც აფხაზეთში მოტოფესტივალის დროს ავარიაში მოყვა,
სოჭის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის ერთი კვირის განმავლობაში კომაში იყო, თუმცა
მძიმე დაზიანებების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
მამაკაცთან ერთად ავარიაში მოყოლილი გოგონას
მდგომარეობა კი გაუმჯობესდა.
ავარია სოფელ ცანდრიფშში მოხდა. მოტოციკლისტების კოლონას დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი „უაზი“ დაეჯახა. ავარიის შედეგად სერიოზულად დაშავდა ორი ადამიანი - ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი. ისინი უმძიმესი მდგომარეობით სოჭის მე-4 საავადმყოფოში გადაიყვანეს.
internet.ge