რამდენიმე
საათის წინ, ჭაბუკიანის 8 ნომერში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მამაკაცის ვინაობა
ცნობილია.
მამაკაცი, რომელსაც
ცეცხლი თბილისის ცენტრალურ უბანში გაუხსნეს, 46 წლის არჩილ დეკანოზიშვილია.
დეკანოზიშვილს ჭრილობა გულ
მკერდისა და ბარძაყის არეში აქვს მიყენებული, იგი სასწრაფო დახმარების
ბრიგადამ გადაუდებელი მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.
ამ დროისთვის მისი
ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
internet.ge