ჰონკონგის მებაჟეებმა
100 მილიონი დოლარის ღირებულების კოკაინის პარტია დააკავეს. ამ რეგიონში ეს
რეკორდული მაჩვენებელია.
650 კილოგრამი
ნარკოტიკული საშუალება ეკვადორიდან შემოსულ კონტეინერში იქნა აღმოჩენილი.
ჰონკონგის პოლიციამ
ინფორმაცია ამერიკელი კოლეგებისგან მიიღო. ამის საფუძველზე მათ სამი ადამიანი
დააკავეს, რომლებიც ქვეყანაში კონტრაბანდის შემოტანაში არიან ეჭვმიტანილნი.
internet.ge