GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სასამართლო დაუთაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
17:52 06.07.2012
დღის სიახლეები
თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა, ბრალდებულ ლევან დაუთაშვილის  მიმართ დაპატიმრების შეფარდების შესახებ. 

ლევან დაუთაშვილს  ბრალად ედება  ქიმიური ნივთიერებისადმი  მოპყრობის წესის დარღვევა მისი ტრანსპორტირების, განთავსების და შენახვის დროს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება.

შუამდგომლობის თანახმად:  2012 წლის 28 ივნისს, შპს ”კრისტალის” დირექტორმა ლევან დაუთაშვილმა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საწყობიდან, წამოიღო თხევადი ქლორის ავზები, რომელიც მიიტანა ქ. თბილისში ლილოს დასახლებაში მდებარე შპს ”ჯორჯია უოთერ  ენდ ფაუერის” საწყობში.  ავზების გადმოტვირთვისას აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ავზი ეკუთვნოდა შპს ” სენტინელი ჯი ემ ჯის”.  ბრალდებულმა ავზები გადაზიდა კახეთის გზატკეცილზე, მდებარე ერთ-ერთ ეზოში, რომელიც  განათავსა და შეინახა ღია ცის ქვეშ, ყოველგვარი უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე. 

2012 წლის 3 ივლისს, აღნიშნული ავზის ბათუმში ტრანსპორტირების მიზნით, სატვირთო ავტომანქანაზე დატვირთვის დროს  ქლორმა გაჟონა და ჟანგბადთან შეზავებულ მდგომარეობაში გავრცელდა გარკვეულ ტერიტორიაზე. 
ძალიან საშიში ნივთიერების-თხევადი ქლორის განთავსების, შენახვის, გადაზიდვის დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულებისას შპს ”კრისტალის” წარმომადგენლის მიერ დარღვეულ იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესების და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნები, რამაც ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. 

სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა დაპატიმრების გამოყენების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან   სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობა, იმ მოტივით, რომ ლევან დაუთაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული ქმედება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ასევე ქმედების ხასიათს და მართლწინააღმდეგობას, (დამდგარ შედეგს, რამაც გამოიწვია ათობით ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება და საფრთხე შეუქმნა მათ სიცოცხლეს) იმ გარემოებას, რომ თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში შესაძლოა ბრალდებულმა ზეწოლა განახორციელოს მოწმეებზე, რადგან მოწმეთა გარკვეული  რაოდენობა მისი თანამშრომელია, ამასთან ბრალდებულს აქვს კავშირები უცხოეთის ქვეყნებთან მისი საქმიანობიდან გამომდინარე, რაც ქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ იგი მიემალება გამოძიებას და სასამართლოს. ასევე საქმეზე ჩასატარებელია რიგი საგამოძიებო მოქმედებები, შესაძლოა ბრალდებულის თავისუფლებაში ყოფნით ხელი შეეშალოს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას.  

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2012 წლის 27 აგვისტოს 12:00 საათზე.

 internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
„კალა კაპიტალისა“ და „პროგრესბანკის“ მართვაში გადაცემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს1
მინისტრობის კანდიდატები პარლამენტში მივიდნენ2
ჰააგაში ირანის საკითხზე ტრიბუნალი იხსნება3
ივანიშვილი პატიმართა ცემისა და წამების ფაქტს გამოეხმაურა4
ტურისტებით სავსე ავტობუსი გადაბრუნდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X