სამხრეთ ოსეთის გენერალური
პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი როლანდ ჩიტაევი, რომელიც ცოტა
ხნის წინ გაიტაცეს, ცხინვალის რაიონის ერთ-ერთ მიტოვებულ სოფელში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც არაღიარებული
რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები აცხადებენ, ჩიტაევს ახლო მანძილიდან
ესროლეს.
მკვლელობის ბრალდებით
პოლიციამ ორი ადამიანი უკვე დააკავა. ისინი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ და
ჯერჯერობით ჩვენების მიცემა არ შეუძლიათ. დაკავებულთა ვინაობა არ ცხადდება.
internet.ge