პოლიციამ დააკავა
მასწავლებელი, რომელსაც სტუდენტებთან სექსუალურ ურთიერთობში ედება ბრალი. სამართალდამცავთა განცხადებით, მასწავლებელი მოსწავლეებთან
ერთად საკუთარი სახლის მახლობლად მდებარე სასტუმროებში დადიოდა.
ტეხასში მდებარე სკოლის
მეცნიერების მასწავლებელი რიჩელ ნიკოლ ჰენანი, ორი შვილის დედაა.
ჰენანი საკუთარ სახლში,
შეუფერებელი ურთიერთობების ბრალდებით დააკავეს. პოლიციის განცხადებით, მოსწავლე
რომელთანაც მას ჰქონდა ურთიერთობა ახლა 18 წლის არის, თუმცა უცნობია რა ასაკის იყო
მოზარდი ამ ურთიერთობის დაწყებისას.
„მსხვერპლი და
დამნაშავე ერთმანეთს ავტოსადგომზე, სპორტულ დარბაზთან შეხვდნენ, მანქანაში
საუბრობდნენ და შემდეგ აკოცეს ერთმანეთს,“ – განაცხადა სერჟანტმა. ამის შემდეგ
ისინი გაემართნენ სასტუმროში, სადაც
სექსალური ურთიერთობა ჰქონდათ.
ასეთი სახის ურთიერთობები
თვეების განმავლობაში გრძელდებოდა.
გამომძიებელთა
განცხადებით, არ დასტურდება, სხვა სტუდენტების ამ ქმედებაში ჩართვა.
internet.ge