სათვალთვალო
კამერამ დააფიქსირა, როგორ დაეჯახა „ვაზ 2109“-ს საჭესთან მჯდომი მამაკაცი გზაზე მიმავალ
ქალბატონს. ავტოსაგზაო შემთხვევა ასტრახანში მოხდა.
მანქანა
100 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, როდესაც ფეხით მოსიარულე გაიტანა. თვითმხილველთა
განცხადებით, მძღოლი მშვიდად გადმოვიდა მანქანიდან, დაათვალიერა ავტომობილის დაზიანებული
მხარე და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება
დაზარალებულისთვის.
ვიდეო
კადრებში ჩანს, რომ ორი ქალბატონი დიდხანს ელოდა მანქანების ნაკადის შეჩერებას და
როგორც კი ამის საშუალება მიეცათ, გზის გადაკვეთა დაიწყეს. სწორედ ამ დროს
გამოჩნდა სწრაფად მომავალი „09“. იგი რამდენიმე სანტიმეტრით აცდა ერთ ფეხით
მოსიარულეს, თუმცა მეორეს, 48 წლის ვიქტორია ერდნიევას მთელი ძალით დაეჯახა.
დაზარალებული
საავადმყოფოში მოტეხილობებით, თავის ქალისა და ტვინის დაზიანებით გადაიყვანეს.
როგორც სამართალდამცავები იტყობინებიან, 18 წლის მძღოლი, რომელსაც მართვის
მოწმობაც არ ჰქონდა, სხვისი მანქანით მოძრაობდა.
მომხდართან
დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული „საგზაო მოძრაობის წესების
დარღვევის“ მუხლით. ახალგაზრდა კანონდამრღვევს 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
internet.ge