რუსეთის ფედერაციის
საგამოძიებო კომიტეტი ყველა იმ ადამიანის როლში გაერკვა, რომლებიც მოსკოვში მოკლული
გენერალ რომან დუმბაძის საქმეში ფიგურირებდნენ. რომან ბელქანიას, შოთა ტარუგიშვილსა
და ალექსანდრე ბერივიშვილს კონკრეტული ბრალდებები დღეს წაუყენეს.
„2012 წლის მაისში
უცნობმა პირმა ტარუგიშვილს რომან დუმბაძის მკვლელობა დაუკვეთა, ფულადი ანაზღაურების
სანაცვლოდ, რომლის ოდენობაც ჯერ კიდევ დგინდება. ტარუგიშვილი შეთავაზებას დათანხმდა
და მკვლელობის განსახორციელებლად ბერიშვილი, ბელქანია და უცნობი პირიც მიიმხრო,“ -
ნათქვამია ბრალდების განცხადებაში.
გამოძიების ვერსიით,
დამნაშავეებმა დეტალურად შეისწავლეს ბათუმის 25-ე დივიზიის ყოფილი გენერლის გადაადგილების
მარშუტი მოსკოვში და მისი დღის განრიგი. ამის შემდეგ, 21 მაისს, 14:40 სთ-ზე, ტარუგიშვილი
ბერიშვილთან ერთად „ჰონდა Х4“-ის მოტოციკლეტით მიუახლოვდა რუბლევსკის ქუჩაზე მდებარე
დუმბაძის სახლს, სადაც ტარუგიშვილმა რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შემდეგაც
დამნაშავეები მიიმალნენ. პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილთა დაკავება თვენახევრის შემდეგ
მოახერხა.
internet.ge