აშშ-ის უშიშროების
სამსახურებმა დაიწყეს ინფორმაციის გადამოწმება პრეზიდენტ ბარაკ ობამას მეუღლეზე,
მიშელ ობამაზე სავარაუდო თავდასხმის შესახებ.
როგორც Washington Post წერს, ამის მიზეზი გახდა იმ ერთ-ერთი პოლიციელის
სიტყვები, რომელიც საპრეზიდენტო კორტეჟს მიეკუთვნება. კოლეგებთან საუბრისას, მან
თითქოსდა, განაცხადა, რომ სიამოვნებით მოკლავდა პირველ ლედის. ამასთან, მას
ტელეფონში ჰქონდა პისტოლეტის სურათი, რომლითაც მიშელ ობამას მკვლელობას ჩაიდენდა.
ამის შესახებ
საიდუმლო სამსახურს სხვა პოლიციელმა შეატყობინა.
პირველი ლედის უსაფრთხოების ზომები უკვე გაძლიერებულია. პოლიციელები, რომლებიც ამ
დიალოგში მონაწილეობდნენ, დროებით ჩამოაშორეს სამსახურს.
internet.ge