GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
6 წლის გოგონას გაუპატიურებასა და მკვლელობაში, მისი მეზობელი - 41 წლის მამაკაცია მხილებული
22:26 13.07.2012
დღის სიახლეები

6 წლის იუტელი გოგონას მკვლელი დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია დღეს ავრცელებს. გასულ თვეს ‘’ინტერნეტ.ჯი" წერდა, რომ 6 წლის გოგონას ცხედარი, სახლთან ახლოს მდებარე არხში იპოვეს, მას შემდეგ, რაც დედამ მისი საძინებელი ოთახიდან გაუჩინარება შენიშნა.

პოლიციის ინფორმაციით, სიერა ნეუბოლდიზე ჯერ სექსუალური ძალადობა განახორციელეს, შემდეგ კი მოკლეს და სახლთან ახლოს, არხში დატოვეს.

მოგვიანებით პოლიციამ 41 წლის მამაკაცი დააკავა, რომელსაც ბრალად ბავშვის გატაცება, გაუპატიურება და მკვლელობა ედება.

დასავლეთ იორდანიის პოლიციის უფროსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი, გოგონას მეზობელი, 41 წლის ტერი ლია.

26 ივნისს, დილით, სიერას დედამ აღმოაჩინა, რომ მისი ქალიშვილი სახლში არ იყო, ღია დახვდა საძინებლის კარი და პოლიციას დაუკავშირდა.

სახლის უკანა მხარეს დამონტაჟებული სამეთვალყურეო ვიდეო კამერის ჩანაწერში ჩანს, რომ ინდივიდუალური შესასვლელის კარი პირველად ღამის 3:05 სთ-ზე იღება, მეორედ კი რვა წუთის შემდეგ. პოლიცია ეჭვობს, რომ სწორედ მაშინ გაიყვანა 41 წლის მამაკაცმა ოთახიდან გოგონა.

დილით კი, სიერას დედის შეტყობინებიდან ნახევარ საათში, მისი ნახევრად შემოსილი ცხედარი არხში იპოვეს. მიმდებარე ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი მისი ტანსაცმელი.

სიერას სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, იგი მოძალადემ გააუპატიურა და ფიზიკურად გაუსწორდა.

გოგონას ცხედრის აღმოჩენიდან სამი დღის შემდეგ. ტერი ლი ყაჩაღობისა და ქურდობის ბრალდებით დააკავეს. 6 წლის გოგონას მკვლელობასთან მისი კავშირის შესახებ ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც პოლიციამ შეიტყო, რომ ტერი ლი დანაშაულის ადგილთან ახლოს ცხოვრობდა. გოგონას ტანსაცმლიდან აღებულმა სინჯებმა და დნმ-ის ანალიზმა დაადასტურა რომ ის ტერი ლის ძალადობის მსხვერპლი გახდა.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დარიალის ხეობაში დამხრჩვალი მაია ქუცნიაშვილის ცხედარი საქართველოში გადმოასვენეს1
საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა2
სასამართლოში ანტენების დაყადაღების განჩინებაზე ხელმოწერის არარსებობას კატეგორიულად უარყოფენ3
„გლობალ TV“- ის ოფისთან „ქართული ოცნების“ აქტივისტები იმყოფებიან4
„ელიტა ბურჯის“ თანამშრომელი პოლიციელების რიგის გარღვევას შეეცადა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X