პაპუა-ახალ გვინეაში 29 ადამიანი დააკავეს, რომელთაც მკვლელობაში ედებათ ბრალი.
ეჭვმიტანილებმა 7 ადამიანი შეჭამეს.
დაკავებულები ირწმუნებიან, რომ მათ „ჯადოქრები“ მოკლეს, რომლებიც მოსახლეობისთვის
საფრთხეს წარმოადგენდნენ. საკუთარ თავს კი ეს კანიბალები „მკურნალებს“ უწოდებენ, -
წერს BBC.
კანიბალთა კულტის წევრებმა აღიარეს, რომ სახალხო მედიცინას ეწევიან და ამისთვის
ადგილობრივებისგან შესაბამის ანაზღაურებასაც იღებენ. დაკავებულები გამოტყდნენ, რომ
თავიანთი მსხვერპლების ტვინი შეჭამეს, ხოლო მათი სასქესო ორგანოებისგან წვნიანი გაიკეთეს.
ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ბრალდებულები არ მიიჩნევენ,
რომ რაიმე დანაშაული ჩაიდინეს. მათივე ცნობით, პროვინციაში სულ 700-დან 1000-მდე კანიბალი
ცხოვრობს, რომელთაგან მომხდარზე პასუხისმგებლობა დაახლოებით 100 კაცს დაეკისრება.
internet.ge