შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას კარალეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების დაკავების შესახებ.
"ინტერნეტ.ჯი" ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"2012 წლის 11 ივლისს, სოფელ კარალეთში
მოხდა ინციდენტი კოალიცია „ქართული ოცნების“ მომხრეებსა და
მოწინააღმდეგეებს შორის, სიტყვიერ შეურაცხყოფას მოყვა ფიზიკური
შეხლა-შემოხლა. პოლიციის მიერ ფაქტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერის შესწავლის
შედეგად იდენტიფიცირებულები და დაკავებულები არიან მომხდარ ფაქტში მონაწილე
პირები: შენგელია ცოტნე, გოგიაშვილი კახა, ჯანეზაშვილი ვლადიმერი,
გოჩაშვილი გიორგი.
ასევე დაკავებულია ლევან მაისურაძე,
რომელმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სააგენტო "ინფო 9"-ის
ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილს.
გორის რაიონულმა სასამართლომ ხუთივე დაკავებულს მიუსაჯა 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა.
internet.ge