მსახიობ და მომღერალ გიორგი ფოჩხუას ოჯახის წევრებს და მეგობრებს ეჭვი აქვთ რომ ის მოკლეს და ზღვაში შემდეგ ჩააგდეს, რათა დახრჩობის იმიტაცია შეექმნათ.
ექსპერტიზამ გიორგი ფოჩხუას სხეულზე დაზიანებების კვალი დაადასტურა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს
ფოჩხუას მეგობრებმა განუცხადეს, 27 წლის მომღერალი იმ დღეს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ბოლო პერიოდში გიორგი ფოჩხუა ზუგდიდის დრამატული თეატრის
მსახიობი იყო.
საზოგადოებას ის სხვადასხვა გასართობი შოუებიდან ახსოვს.
internet.ge