დაღესტანში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული
ბოევიკი მოკრივე აღმოჩნდა, რომელმაც 2008 წელს კანადის მოქალაქეობა მიიღო.
ახლა რუსეთის სპეცსამსახურები არკვევენ, რამ აიძულა
უილიამ პლოტნიკოვი ისევ რუსეთში ჩასულიყო და შეიარაღებული ფორმირების წევრიც
გამხდარიყო.
პლოტნიკოვი,
მეტსახელად „კანადელი“, ტიუმენის ოლქის მკვიდრი იყო, რომელიც საკმაოდ პერსპექტიულ
„კანადელ მოკრივედ“ ითვლებოდა. ის ბოლო წლებში ტორონტოში ცხოვრობდა, თუმცა
ანტიტერორისტულმა ძალებმა „ფსბ“-ს მიერ ძებნილ ბოევიკებთან ერთად გაანადგურეს.
internet.ge