36 წლის მამაკაცი სამი მცირეწლოვანი შვილისა და მეუღლის განსაცდელში მიტოვებაშია ეჭვმიტანილი
ხანძრის დროს
სამი მცირეწლოვანი ბავშვი და დედა დაიღუპა. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც
გადარჩენა მოახერხა ოჯახის უფროსი, 36 წლის ალბერტი იყო. იგი სახლიდან მაშინვე
გამოვარდა, როგორც კი კვამლის სუნი იგრძნო და გამვლელებს საგანგებო სიტუაციების
სამსახურის გამოძახება სთხოვა. შემთხვევა რუსეთის ერთ-ერთ ოლქში მოხდა.
მამაკაცმა
ცეცხლწაკიდებულ სახლში ოჯახის წევრების გადასარჩენად დაბრუნება ვერ გარისკა.
მოგვიანებით, ცეცხლმა შესასვლელი გადაკეტა და მთელი სახლი შთანთქა. სახანძრო
სამაშველო სამსახურის მოსვლამდე, ალბერტი ალმოდებული სახლის ირგვლივ დადიოდა, მისი
მეზობლები კი ორბინიანი კოტეჯის თავიანთი ნაწილიდან ქონების გადარჩენას
ცდილობდნენ.
ადგილზე
მისულმა სამაშველო სამსახურებმა ხანძრის ლოკალიზება 25 წუთში მოახდინეს, მის
სრულად ლიკვიდირებას კი 2 საათი დასჭირდა. მეხანძრეებმა დამწვარ სახლში 32 წლის
ქალის, 12 წლის გოგონას და 8 და 6 წლის ბიჭების ცხედრები აღმოაჩინეს.
თავად
ალბერტმა საშუალო სიმძიმის დამწვრობა მიიღო. იგი ადგილობრივ საავადმყოფოში
გადაიყვანეს. მოგვიანებით სამართალდამცავები მას დაკითხავენ, რათა გაიგონ, რატომ
მიატოვა მამაკაცმა ოჯახი ცეცხლწაკიდებულ სახლში. შესაძლოა ოჯახის მეთაურის
წინააღმდეგ განსაცდელში მიტოვების მუხლით სისხლის სამართლის საქმეც აღიძრას.
Internet.ge