უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა რუსეთის
სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელი გამოავლინა, რომელიც კერძო დეტექტივთან
ერთად უკანონოდ აგროვებდა ინფორმაციას რუს მაღალჩინოსნებზე.
ალექსეი სმირნოვი და დეტექტივი ალექსეი მიხაილენკო
სატელეფონო საუბრებს უსმენდნენ, ასევე, უთვალთვალებდნენ რიგი მაღალი თანამდებობის
პირთა პირად ცხოვრებას, - იუწყება „ინტერფაქსი“.
გამოვლენილია,
ასევე, კერძო დაცვის კომპანია „ბელგანი“, რომელიც „ფსბ“-სა და შსს-ს ყოფილი
თანამშრომლების ბაზაზეა შექმნილი. კომპანია ოფისების, VIP-პერსონებისა
და რუსეთის ტერიტორიაზე მოძრავი ტვირთების დაცვაზე მუშაობს.
internet.ge