ცოტა ხნის
წინ, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოთარ ფაცაცია ცეცხლსასროლი ჭრილობით
ზუგდიდის საავადმყოფოში მიიყვანეს.
ედუარდ
შევარდნაძის მთავრობის ხელმძღვანელს ტყვია სანადირო თოფიდან აქვს მოხვედრილი.
გავრცელებული
ინფორმაციით, ფაცაციას ტყვია შემთხვევით მოხვდა. მისი მეგობრის თქმით, ფაცაციას
ნათესავი თოფს წმენდდა რა დროსაც გასროლა მოხდა.
ფაცაციას
ჭრილობა ზედა კიდურის არეში აქვს მიღებული და ექიმების განცხადებით მის სიცოცხლეს
საფრთხე არ ემუქრება. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს
გამოძიება.
Internet.ge