სამართალდამცავებმა ქალაქ კრიმსკის მერი ვლადიმერ ულანოვსკი
დააკავეს, მას სამსახურებრივ გულგრილობაში ედება ბრალი, რასაც 200-მდე ადამიანის გარდაცვალება
მოჰყვა.
მერის გარდა დაპატიმრებულია კიდევ ორი მაღალჩინოსანი,
თუმცა მათი ვინაობა არ ხმაურდება.
გამოძიების წინასწარი ვერსიით, ქალაქის მთავრობამ მოსალოდნელი
საფრთხის შესახებ დატბორვამდე სამი საათით ადრე შეიტყო, თუმცა გამაფრთხილებელი სიგნალის
ჩართვა დააგვიანა.
Internet.ge