მამამ სამი ქალიშვილი მოკლა, მას შემდეგ, რაც ისინი მოულოდნელად სტუმრად
ეწვივნენ მას. აარონ სჩაფჰაუსენი, რომელიც 34 წლისაა, გოგონების განზრახ მკვლლობა ედება ბრალად. მას სამუდამო პატიმრობა ელის.
გაკვეთის შედეგად დადგინა, რომ გოგონები კისერზე მკვეთრი დარტყმის
შედეგად გარდაიცვალნენ.
გარდაცვლილი გოგონების დედა, ჯესიკა სჩაფჰაუსენი, მეუღლესთან
განქორწინებული იყო და შვილები მასთან ცხოვრობდნენ.
გარდაცვლილი ბავშების მომვლელის განცხადებთ, გოგონები მამასთან მან
მიიყვანა, რადგან სურდათ მამისათვის ახალი შეძენილი ნივთები ეჩვენებინათ. თუმცა,
ის სახლში არ შეყოლია. გარეთ დაემშვიდობა და სახლში წამოვიდა. ორი საათის შემდეგ აარონმა მის ყოფილ მეუღლეს დაურეკა და განუცხადა: „შენ
შეგიძლია მოხვიდე ჩემთან, რადგან მე ბავშვები მოვკალი.“
შემთხვევა ჩრდილოეთ დაკოდაში მოხდა.
Internet.ge