კისლოვოდსკში მასობრივ დაპირისპირებას წარმოშობით ქართველი, 19 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.
რუსული მედიის ცნობით, ინციდენტი ერთ-ერთი კაფის წინ მოხდა.
ახალგაზრდა სომეხ და ყარაჩაელ მეგობრებს ესაუბრებოდა, როდესაც მათ კაზაკების ჯგუფი
დაესხა თავს.
ინციდენტის დროს, სომეხი ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, 19
წლის ქართველს კი ყელი გამოჭრეს. ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.
წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე
მოხდა. სამართალდამცველებმა, ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პიროვნება უკვე
დააკავეს.
Internet.ge