რუსეთიდან საქართველოში
დეპორტირებულია კანონიერი ქურდი - იუწყება რუსეთის შსს-ს სანკტ-პეტერბურგისა და
ლენინგრადის ოლქის მთავარი განყოფილება თავის ვებ-გვერდზე.
როგორც „ლენტა რუ“ წერს,
საქართველოს მოქალაქე პეტერბურგის პოლიციის თვალთახედვის არეში რამდენიმე წლის წინ
მოხვდა. მას არასოდეს ჰქონდა საბუთები და ყოველთვის სხვადასხვა სახელით წარუდგებოდა
ხოლმე სამართალდამცველებს.
საბოლოოდ კი პოლიციამ
გაარკვია, რომ ეს ადამიანი რეაგირებს მეტსახელზე „ვეფხო“, დაბადებულია 1973 წელს
და აქვს ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსი.
გარდა ამისა, საქართველოში მას დაუსწრებლად მიუსაჯეს 8 წელი - ნარკოტიკების
უკანონოდ გადატანის გამო - იუწყება „ლენტა რუ“.
სისიხლის სამართლის
სამძებროს თანამშრომლებმა დეპორტაციის ბიუროსთან ერთად „ვეფხოს“ რუსეთიდან
გასახლების გადაწყვეტილება მიიღეს და როგორც იუწყებიან, ქართულ მხარეს ის ზემო
ლარსის გამშვებ პუნქტზე გადმოსცეს.
Internet.ge