პოლიციამ დაადგინა, რომ
მკვლელი ინტერნეტში ამუნიციას იმ ფულით ყიდულობდა, რომელიც მისი სწავლისთვის იყო
განკუთვნილი.
გამოძიებამ ახალი დეტალები გამოავლინა. კერძოდ, დადგინდა, რომ ეს ფული ჰოლმსმა
სწრაფი კვების რესტორანში მუშაობისას დააგროვა.
ასევე ცნობილი გახდა, რომ „ჯოკერმა“ სპეციალური გრანტი მიიღო სახელმწიფოსგან, რათა
კოლორადოს უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამა ჩაებარებინა. ეს თანხა არცთუ მცირე,
26 ათასი დოლარი იყო წელიწადში.
გაირკვა, რომ ჰოლმსის საცხოვრებელ მისამართზე საფოსტო კურიერმა 90-ზე მეტი პაკეტი
მიიტანა. მთლიანად, მკვლელობების ორგანიზებისთვის შეძენილი საშუალებები კი
გამოძიების ინფორმაციით 15 ათასი დოლარი დაჯდა.
ერთ-ერთი თოფი მკვლელმა მას შემდეგ იყიდა, რაც 7 ივნისს გამოცდა ვერ ჩააბარა.
სამი დღის შემდეგ კი პროგრამიდან გამოსვლის შესახებ განაცხადა, რის შემდეგაც
უნივერსიტეტი დატოვა. ოფიციალურად ბრალს მას 30 ივლისს წაუყენებენ. თუ ჰოლმსს დამნაშავედ სცნობენ, მას,
სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
Internet.ge