გენერალ ბაბკარ გაიას კორტეჟი შეიარაღებული თავდასხმის ობიექტი გახდა.
ამის შესახებ განცხადება თავად გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა
ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, ათზე მეტი დაჯავშნული მანქანა, თავდასხმის შემდეგ,
სრულიად განადგურდა.
საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.
პან
გი მუნის თქმით, გენერალი გაია უკვე მეორე გახდა თავდასხმის სამიზნე.
გაეროს გენერალურ მდივანს არ დაუკონკრეტებია, თუ სად მოხდა შემთხვევა, თუმცა
სხვადასხვა წყაროს ცნობით მანქანები ალეპოსკენ მიემართებოდნენ.
internet.ge