ახალგაზრდა გოგონა,
რომელმაც მეტროში უსახლკარო მამაკაცს შეურაცხყოფა მიაყენა, პოლიციამ დააკავა. ინციდენტი დილით ადრე,
მოსკოვის მეტროში მოხდა.
27 წლის გოგონა მამაკაცს
ფიზიკურად არასასიამოვნო კომენტარის გამო გაუსწორდა, როგორც ვიდეოჩანაწერიდან
ჩანს, ცემის შემდეგ გოგონამ გზა განაგრძო, თუმცა შემდეგ ისევ მობრუნდა და კიდევ
რამდენჯერმე დაარტყა უსახლკარო მამაკაცს ფეხი. პოლიციელებმა მოძალადის დაკავება
მეტროდან გამოსვლისას შეძლეს.
როგორც დაკავებული
აცხადებს, უსახლკარო მამაკაცმა მას სიგარეტი სთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი
უცენზურო სიტყვების წარმოთქმა დაიწყო. თანმხლები ახალგაზრდა გოგონას შეჩერებას
შეეცადა, თუმცა ამ უკანასკნელმა მაინც გადაწყვიტა „ჭკუა ესწავლებინა“ უსახლკარო
მამაკაცისთვის.
დაშავებული
საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას თავის ჰემატომა, ტვინის ტრავმა და სხეულის
დაბეჟილობა აღმოაჩნდა. გონზე მოსვლის შემდეგ დაზარალებულმა პოლიციაში საჩივარი
დაწერა. მართალია გოგონა დროებით გაათავისუფლეს, თუმცა მის წინააღმდეგ სისხლის
სამართლის საქმე აღიძრა.
internet.ge