სასამართლო 23 წლის ზურა ტარყაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ირაკლი აგლაძის საქმეს განიხილავს
თბილისის
საქალაქო სასამართლო, 1988 წელს დაბადებულ ირაკლი აგლაძეს, 23 წლის ზურა
ტარყაშვილის მკვლელობისთვის განაჩენს დღეს გამოუტანს.
აგლაძე, რომელიც
დანაშაულის ჩადენის დროს პირობით მსჯავრს იხდიდა, ამჟამად მიმალვაში იმყოფება.
სასამართლო პროცესი განსასჯელის დაუსწრებლად მიმდინარეობს.
საქმის მასალების
მიხედვით, 2011 წლის 17
ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე, რამდენიმე
პირმა, მათ შორის - 53 წლის ივერი გოგბერაშვილმა, 19 წლის დავით რუსიშვილმა და 23
წლის ირაკლი აგლაძემ ცეცხლი გაუხსნეს 23 წლის ზურა ტარყაშვილს. გამოძიებით
დადგენილია, რომ მკვლელობა აღნიშნული ჯგუფის მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი და
ორგანიზებული. ზურა ტარყაშვილს 11 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. საკონტროლო გასროლის
შემდეგ დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
მკვლელობიდან
ორი დღის შემდეგ თბილისის
პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო
ღონისძიების შედეგად დააკავეს 1992 წ.დ დავით რუსიშვილი, შემთხვევის
ადგილიდან ამოღებულ იქნა მისი კუთვნილი „ჩეზეს" ტიპის პისტოლეტი.
რუსიშვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარა, თუმცა მოგვიანებით ჩვენება შეცვალა და
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაშე წარსდგა. სახალხო მსაჯულებმა დამაძიმებელ
გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის მას გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს და
21 წელი მიუსაჯეს.
პოლიციამ
მოგვიანებით კიევში დააკავა მკვლელობის ორგანიზატორი, დანაშაულის ჩადენის დროს
ასევე პირობითი მსჯავრის მქონე, 1960 წელს დაბადებული ივერი გოგბერაშვილიც. ირაკლი
აგლაძე კი, როგორც აღვნიშნეთ, ამ დროისთვის მიმალვაში იმყოფება.
Internet.ge