2011 წლის 17 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე 23 წლის ზურა ტარყაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ივერი გოგბერაშვილს, დავით რუსიშვილსა და ირაკლი აგლაძეს, შესაძლოა კიდევ ერთი ბრალდებული - დავით ჯოხაძე დაემატოს.
ჯოხაძეს
ამ დრომდე გამოძიება დანაშაულის დაფარვას ედავებოდა, თუმცა, მოწმეთა ჩვენებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების
გამო, მის მიმართ წაყენებული ბრალი შესაძლოა დამძიმდეს და განზრახ მკვლელობა დაემატოს.
დავით
ჯოხაძის ბრალეულობაზე საუბრობდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე ზურა ტარყაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, დავით რუსიშვილის ადვოკატი, თეიმურაზ მაგრაქველიძეც.
დავით
ჯოხაძეს მდგომარეობას ისიც უმძიმებს, რომ დანაშაულის ჩადენის დროს, ზურა ტარყაშვილის მკვლელობაში ბრალდებული სხვა პირების მსგავსად, პირობითი მსჯავრი ჰქონდა.
ასევე
გავრცელდა
ფოტო-მასალაც, სადაც ჩანს, თუ როგორ გარბის მკვლელობის ადგილიდან ჯოხაძე. დადგენილია ისიც, რომ ირაკლი აგლაძე, ტარყაშვილს, სხვა, ჯერჯერობით დაუდგენელ პირებთან ერთად, თავდაპირველად სწორედ ჯოხაძის ავტომანქანით უთვალთვალებდა.
Internet.ge