GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულს 16 წელი მიესაჯა
15:51 06.04.2012
დღის სიახლეები

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, 2012 წლის 5  აპრილს, სასამართლომ გიორგი ნასარიძე დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მას დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ 16 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

"გიორგი ნასარიძეს ბრალად ედებოდა შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობა, ასევე  პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა, მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით. 

საქმის მასალების მიხედვით:

2011 წლის ივლისის დასაწყისში, გიორგი ნასარიძე  ქ. ქუთაისიდან,  სამუშაოდ თბილისში ჩამოვიდა.  ის სოფელ მუხათწყაროში ერთ-ერთ ოჯახში რკინის დეკორატიულ ნაკეთობებს ამზადებდა. ამავე წლის აგვისტოს თვეში გიორგი ნასარიძემ დაასრულა აღნიშნული შეკვეთა და შესაბამისი ფულადი გასამრჯელოც მიიღო.  თანხის აღების დღესვე გიორგი ნასარიძე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა თავის მეგობარს - აკაკი კ.-ს  და შეხვედრის შემდეგ ისინი სავახშმოდ თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე რესტორან "ძველ დუქანში” შევიდნენ. გიორგი ნასარიძემ და აკაკი კ.-მ ვახშმობისას დიდი რაოდენობით ალკოჰოლურო სასმელი მიიღეს და აღნიშნული რესტორნიდან დაახლოებით 24 საათისთვის გამოვიდნენ.  ჯერ-კიდევ რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, მათ  ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ, რომელიც შემდგომ ტაქსით მგზავრობის დროსაც გაგრძელდა.

ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდეგ, მეგობრებს შორის დაწყებული კონფლიქტი საბოლოოდ ხმამაღალ სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. აღნიშნული დაპირისპირებისას, გიორგი ნასარიძემ თანნაქონი დანით, აკაკი კ.-ს  გულმკერდის არეში შემავალი ჭრილობა მიაყენა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ გიორგი ნასარიძე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო აკაკი კ. საავადმყოფიში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა. 

გიორგი ნასარიძე  დანაშაულის ჩადენის შემდეგ ცდილობდა დაუყონებლივ დაეტოვებინა თბილისი და ქუთაისში გამგზავრებულიყო. ამ მიზნით იგი მივიდა თბილისში, დიდუბის რაიონში მდებარე ავტოსადგურ - "ოკრიბას” ტერიტორიაზე, სადაც არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომლებს და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ,  ფიზიკური წინააღმდეგობაც გაუწია, თუმცა  გიორგი ნასარიძე დაკავებული იქნა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას  გიორგი ნასარიძემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა მოწმეთა ჩვენებებით, საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო,ტრასოლოგიური, ბიოლოგიური  და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკნებით და მხარეთა მიერ გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით სრულად დადასტურდა გიორგი ნასარიძის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი."

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მატარებლების მოძრაობა ორი საათით შეწყდება1
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს2
დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მერაბ ოქრიაშვილი დააკავეს3
თბილისში ანდერს გოფ რასმუსენს ელოდებან4
„ქართული ოცნება“ NDI-ს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს უნდობლობას უცხადებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X