ინტერნეტში გავრცელდა
შოკისმომგვრელი კადრები, რომლებიც სავარაუდოდ, სირიის ქალაქ ალეპოშია გადაღებული,
სადაც სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეებს შორის სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.
კადრები თავად ოპოზიციის
წარმომადგენლები მიერაა გადაღებული, რომლებმაც საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს 4
ადამიანი, როგორც თავად ამბობენ, სამხედროები იყვნენ.
დახვრეტის ფაქტი მკაცრად
გააკრიტიკეს უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა. ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორიამ, რომელიც
დიდ ბრიტანეთშია ბაზირებული,
მომხდარს დანაშაულის კვალიფიკაცია მისცა.
ორგანიზაცის Human
Rights Watch-ის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ტყვეთა დახვრეტა სამხედრო
დანაშაულია.
internet.ge