ინგლისის სასამართლომ
პაკისტანელი წყვილი დამნაშავედ სცნო მკვლელობაში, რომელიც 9 წლის წინ მოხდა. გამოძიების მტკიცებით, მათ 17 წლის ქალიშვილი
შაფილია აჰმედი საკუთარ სახლში მოკლეს, რადგან გოგონამ უარი განაცხადა, ცოლად
გაჰყოლოდა პაკისტანელ ნათესავს. გარდა ამისა, მკვლელობის მოტივი შესაძლოა შაფილიას
„დასავლური“ ცხოვრების წესიც ყოფილიყო.
ბრალდებულები ბოლო
წუთამდე უარყოფდნენ შვილის მკვლელობას. მიუხედავად ამისა, ნაფიცმა მსაჯულებმა
ისინი დამნაშავედ სცნეს.
სასამართლოზე
გადამწყვეტი არგუმენტი აღმოჩნდა გარდაცვლილი გოგონას უმცროსი დის ჩვენება,
რომელმაც განაცხადა, რომ საკუთარი თვალით იხილა მშობლების მიერ დის მკვლელობა.
Internet.ge