შსს სასაზღვრო პოლიციის N 2 სამმართველოს (ახალციხე) სასაზღვრო განწესმა, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის
მცდელობის ფაქტზე თურქეთის
4 მოქალაქე დააკავა.
დაკავებულები სასაზღვრო–საკონტროლო პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას ცდილობდნენ.
აღნიშნული პიროვნებები შემდგომი რეაგირებისათვის
საგამოძიებო–ოპერატიული მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (აღმოსავლეთი)
ახალციხის საგამოძიებო–ოპერატიულ განყოფილებას გადაეცა.
internet.ge