ჩინეთის პოლიციამ 137
ადამიანი დააკავა, მათ შორის ექიმები, რომლებიც ეჭვმიტანილები იყვნენ
საერთაშორისო მასშტაბით ადამიანის ორგანოებით უკანონო ვაჭრობაში.
დაკავებულებს შორის
არის 18 ექიმი, რომლებიც ორგანოების უკანონო გადანერგვას ახორციელებდნენ.
„ეჭვმიტანილები
უმეტესად იყენებდნენ ყალბ ვინაონას“, - ნათქვამია ხელისუფლების
მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახელმწიფო მედიის
ცნობით, ჩინეთში ადამიანები ორგანოების გაყიდვით ძალიან მცირე ანაზღაურებას
იღებენ. აპრილის თვეში სტუდენტმა გაყიდა თირკმელი იმისათვის რომ iPhone შეეძინა.
სტატისტიკის მიხედვით,
ჩინეთში 1,5 მილიონ ადამიანზე მეტს სჭირდება თირკმლის გადანერგვა და ყოველწლიურად
10,000 ასეთი ოპერაცია ხორციელდება.
საერთაშორისო
ორგანიზაციები უკვე დიდი ხანია ჩინეთს ადამიანის ორგანოებით უკანონოდ ვაჭრობაში ადანაშაულებენ.
internet.ge