ბელორუსის მედია მინსკში
კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობის შესახებ იუწყება.
სავარაუდოდ, საუბარია
სწორედ ბონდო შალიკიანზე, რომელიც სააგენტო
„apsny.ge“-ს ცნობით მინსკში მოკლეს.
ბელორუსის მედია მოკლულის
ვინაობას არ ასახელებს, თუმცა წერს, რომ ის ერთ-ერთი ყოფილი საბჭოთა
რესპუბლიკიდანაა და კრიმინალური ავტორიტეტია. ამასთან, არის რუსეთის მოქალაქე,
რომელიც გამოძიების ვერსიით, კრიმინალურ გარჩევებს შეეწირა.
„ბელა. პლან“-ის ცნობით,
მკვლელობა 6 აგვისტოს, გვიან ღამით მოხდა. მოკლულს ტყვია თავში აქვს მოხვედრილი.
გამოძიება ვარაუდობს, რომ
მკვლელობაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა. ერთ-ერთი ვერსიით, ეს იყო შეკვეთილი
მკვლელობა, რომელიც კრიმინალურ გარჩევებს უკავშირდება.
ბელორუსის მედიის ცნობით,
შექმნილია გამომძიებელთა სპეციალური ჯგუფი, რათა დანაშაული დეტალურად იქნას
გამოძიებული.
Internet.ge