რამდენიმე თვის წინ
დნეპროპეტროვსკში ტერაქტების მოწყობისათვის დაკავებული პირები, უკრაინაში,
შესაძლოა, ახალი პოლიტიკური სკანდალებისთვის იქნენ გამოყენებულნი.
უკვე დადასტურებულია, რომ
დაკავებულები 2011 წელს პოლიტოლოგებად თუ კონსულტანტებად მუშაობდნენ იულია
ტიმოშენკოს თანაპარტიელ დეპუტატთან - მიხაილ სოკოლოვთან.
სამართალდამცველები
თვლიან, რომ ეჭვმიტანილები - ვიქტორ სუკაჩევი და დიმიტრი რევა, სოკოლოვისგან თვეში
6000 გრივნას იღებდნენ. გარდა ამისა, სწავლობენ სოკოლოვის კავშირს ყოფილ ამერიკელ
კონგრესმენთან ჯიმ სლეტერთან, რომელიც აქტიურად მონაწილეობს იულია ტიმოშენკოს სასამართლო
პროცესში. განიხილება სოკოლოვის საშულებით ამერიკული ინტერესების ლობირების
ვერსია.
დეპუტატი არ უარყოფს, რომ
ეჭვმიტანილები მასთან მუშაობდნენ, თუმცა მან განაცხადა, რომ ეს დიდხანს არ
გაგრძელებულა და სუკაჩევისა და რევას მომსახურებაზე მალევე თქვა უარი.
internet.ge