‘’დეილი ნიუსი" შემზარავი დანაშაულის დეტალებს აქვეყნებს, რომელიც მაიამიში, მიმდინარე წლის მაისში მოხდა. რუდი ევგენმა 65 წლის
რონალდო პოპოს თვალები ამოთხარა და სახე მოაჭამა. მსხვერპლის განცხადებით, უცნობია
რატომ განახორციელა რუდიმ მასზე თავდასხმა. თუმცა, ცოტა ხნით ადრე ევგენი საუბრობდა
იმაზე, თუ როგორ დაიღუპებოდნენ ისინი ერთად.
„რაც შემიძლია ვთქვა
ინციდენტთან დაკავშირებით, არის ის, რომ მან ჩემი სახე დაღეჭა და თვალები
ამომთხარა“, - განაცხადა პოპომ. „არავითარი მიზეზი მისთვის არ მიმიცია. მან
უბრალოდ შემზარავი ყვირილი დაიწყო და შემდეგ თავს დამესხა,“- დასძინა მან.
65 წლის მამაკაცს
მრავალი ოპერაცია დასჭირდა. მას სახეზე სხეულის სხვა ნაწილებიდან აღებული კანი
გადაუნერგეს.
უცნობი რჩება რა იყო
ევგენის მოქმედების მიზეზი. ის პოპოზე თავდასხმის დროს პოლიციამ მოკლა. გვამის
გაკვეთის დროს დადგინდა, რომ მის ორგანიზმში მარიხუანის კვალი აღინიშნებოდა.
internet.ge