ლენინგრადის ოლქში ორი ქართველი დააკავეს, რომლებიც კომპანია „ლიმო-კარსის“ გაქირავებაში არსებული 5 მილიონიანი „ლიმუზინის“ გატაცებას
გეგმავდნენ.
სამართალდამცველებმა
დააკავეს 3 ადამიანი, აქედან ერთი, 24 წლის თემურ წერეთელი პეტერბურგელია, 30 წლის
ჯაბა ყალიჩავა კი საქართველოს მოქალაქეა. ისინი ასევე, დანით დაემუქრნენ კომპანიის
მძღოლს.
გარდა ამისა,
დაკავებულებს აღმოაჩნდათ პისტოლეტი, წერეთელს კი დანა და ხელბორკილები ჩამოართვეს.
„გაზეტა.
სპბ“-ს ცნობით, ყალიჩავა ადრე ორჯერაა ნასამართლევი ქურდობისა და ყაჩაღური
თავდასხმისათვის და ერთი წლის წინ ის პირობით გაათავისუფლეს.
სამართალდამცველები ამოწმებენ, ხომ არ აქვთ დაკავებულებს ჩადენილი კიდევ სხვა
მსგავსი დანაშაულებები.
Internet.ge