პენსილვანიის შტატ ალენთაუნის შემოგარენში საპატარძლომ
საქმრო ქორწილამდე რამდენიმე საათით ადრე მოკლა.
მკვლელობა სახლში მოხდა, სადაც წყვილი შვილებთან
ერთად ცხოვრობდა.
30 წლის კოლ დარსელ ფრანკლინი და 36 წლის
ბილი რაფაელ ბრუსტერი მეორე დღეს დაქორიწნებას აპირებდნენ, თუმცა ღამით ჩხუბი
მოუვიდათ, რომლის შემსწრეც მათთან სტუმრად მყოფი ნათესავები გახდნენ.
თუმცა კონფლიქტის მიზეზი არც მათ იციან. ისინი
მაშინ ჩაერივნენ ჩხუბში, როცა მამაკაცი უკვე დაჭრილი იყო.
ქალმა მას დანით მიაყენა ჭრილობები - ორივე გულში
და როგორც აღმოჩნდა, სასიკვდილო.
მეზობლები ამბობენ, რომ წყვილის ჩხუბი არასდროს გაუგიათ, თუმცა აღნიშნავენ, რომ
ბინაში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, ადრე მკვლელობა მოხდა და ხაზს უსვამენ, რომ
ოჯახი „სასიამოვნო და მშვიდი იყო“.
საპატარძლო დაკავებულია. მას ბრალი მკვლელობის
მუხლით წაუყენეს. ბრალის წაყენებისას ქალმა განაცხადა, რომ ქმრის მოკვლას არ
აპირებდა.
Internet.ge