GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თურქეთში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს
12:32 21.08.2012
დღის სიახლეები

თურქეთში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს. სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა და 60 დაშავდა, სირიის საზღვართან მდებარე, თურქეთის ქალაქ გაზიანტეპეში მომხდარი აფეთქების დროს. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება.

“სამწუხაროდ, 8 მოქალაქე დავკარგეთ, კიდევ 60-მდე შესაბამის დახმარებას იღებს სამედიცინო ცენტრებში.” – ციტირებს “ინტერფაქსი” ადგილობრივ გუბერნატორს.

ასაფეთქებლით სავსე ავტომანქანა, გაზიანტეპეში ორშაბათ საღამოს აფეთქდა. ამ დროისთვის ტერაქტზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა თურქული მხარე ტრადიციისამებრ ქურთისტანის მუშათა სეპარატისტულ პარტიას ადანაშაულებს, რომელიც თურქეთში, ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება.

ცოტა ხნით ადრე, თურქეთმა დაადანაშაულა სირია, ქურთული მოძრაობის მხარდაჭერაში, თუმცა დამასკომ ყველა ბრალდება უარყო. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოები თვლიან, რომ გაზიანტეპეში მომხდარმა ტერაქტმა, შეიძლება უფრო გაართულოს დამასკოსა და ანკარას შორის ურთიერთობები, რადგან ქალაქი წარმოადგენს სირიელი ლტოლვილების ჰუმანიტარული დახმარების ცენტრს, რომელთა რაოდენობაც თურქეთში, უკვე 50 ათას ადამიანს აღემატება.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის ჩრდილო აღმოსავლეთით და ასევე ირანის და ერაყის დასავლეთ ტერიტორიებზე მცხოვრები ქურთები, დამოუკიდებლობის მისაღებად იბრძვიან. ყველაზე მკვეთრ დევნას ქურთები თურქეთის ტერიტორიაზე განიცდიან, სადაც მათი თურქებთან სრული ასიმილაცია სურთ. ქურთისტანის მუშათა პარტია 1980 წლიდან აწარმოებს პარტიზანულ ომს თურქეთის ხელისუფლებასთან.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
„სამართლიანი არჩევნები“ დუშეთში ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტის გამოძიებას ითხოვს1
ივანიშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა დღეს განახლდება2
ვინ მართავს ოლიგარქს?3
ქუცნაშვილი: პარლამენტი იმიტომ არის პარლამენტი, რომ კონსტიტუციის ძალით მხოლოდ მას აქვს კანონებში ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა4
გოგა ხაჩიძე: ოეე! შ.ს.ს! ოეე! მთავრობა! რას ელოდებით?!...5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X